„ნორჩი გეოგრაფები“ - ფერეთის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
09-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ვიქტორინები და თამაშები ხშირად იმართება.

ამჯერად, სასწავლო წლის ბოლოს, გეოგრაფიული ვიქტორინა - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა.

ვიქტორინაში შემდეგი გუნდები: „კავკასიონი“, „ჰიმალაი“ და „მარსი“ მონაწილეობდნენ.

გამარჯვება კი გუნდ „კავკასიონს“ ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების გეოგრაფიის პედაგოგი მალხაზ ქარჩხაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203