ზედაეწერის საჯაროს სკოლას 1987 წლის კურსდამთავრებულებმა საჩუქრად საბავშვო ენციკლოპედიები გადასცეს
09-06-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლამ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა, რომლებიც მშობლიური სკოლის ამაგს არასოდეს ივიწყებენ.

ამჯერად, სკოლას 1987 წლის კურსდამთავრებულები ეწვივნენ და საჩუქრად საბავშო ენციკლოპედიებიც გადასცეს.

„ჩვენი სკოლის 1987 წლის კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს მშობლიურ, მონატრებულ სკოლაში სტუმრობა.

მოიწვიეს მაშინდელი დირექტორი ზაირა საჯაია, პედაგოგი ლუბა გულუა. ყოფილ მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმპროვიზებული გაკვეთილი აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს საბავშო ენციკლოპედიები, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში სხვადასხვა მიმართულებით, რისთვისაც ვუხდით მათ მადლობას ჩვენი სკოლის სახელით, ვუსურვებთ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203