კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ესტუმრნენ
09-06-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, მოსწავლეების და სკოლის კოლექტივი 8 ივნისს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ესტუმრნენ, სადაც პროფესორ ჯუმბერ კოპალიანსა და არქეოლოგიურ საექსპოზიციო ცენტრის სპეციალისტს  ნანი ნარსავიძეს შეხვდნენ.

„ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად დმანისის ისტორიულ აღმოჩენებზე და დაგვათვალიერებინეს ცენტრი. ხატვის სტუდიის პედაგოგმა, ავთანდილ ნარსავიძემ კი ბავშვებს სტუდიაში ხატვის მასტერკლასი ჩაუტარა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203