ყელქცეულის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ, ნატოს კვირეულის ფარგლებში,  უფროსკლასელებთან საინტერესო შეხვედრა გამართა
09-06-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში დირექტორის, მარინე ტაბატაძეს ხელმძღვანელობით მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები თუ შეხვედრები ტარდება.

ამჯერად, ევროკავშირისა და ნატოს კვირეულის ფარგლებში სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ უფროსკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა.

„2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა.

საქართველო ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებით, კიდევ უფრო დაუახლოვდა ისტორიულ მიზანს - გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საგრძნობლად ვითარდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203