ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთში, ბათუმის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
09-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ვეტერანი დინამოელების - იური ესებუას და ნიკოლოზ სურგულაძის სახელობის ბათუმის ღია პირველობა ფეხბურთში ჭაბუკებს შორის, უფროს ასაკში (2010- 2011წ. წ. დაბ.) დამთავრდა.
ფინალში ერთმანეთს საფეხბურთო გუნდი - „ფერია“ და ოზურგეთის „სასპორტო - სკოლა“ შეხვდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში ფერიის გუნდი მე-2 საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო გამარჯვება წილად ოზურგეთის „სასპორტო - სკოლას“ ხვდა.
ფერიის გუნდს თასი, მეორე ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცა.
„ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო