„სკოლა ჩემთვის არის ზეაღმატებული პასუხისმგებლობა“ - დალი გაბრიჭიძე, კოდის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022

არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს დალი გაბრიჭიძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის ...

- ზეაღმატებული პასუხისმგებლობა ...

- მოტივაცია მემატება, როცა ...

- ვხედავ მადლიერ მოსწავლეს, მშობელს, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულ მოსწავლეთა წარმატებას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- ემოციურია, მაგრამ მჯერა წარმატებული ადამიანები იქნებიან და არასდროს დაივიწყებენ მშობლიურ სკოლას.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მრავალმხრივი განვითარება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...

- მეტი აქტივობებით, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობით, პანდემიის შესაძლო დასრულებით...

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- ეცადონ შვილებს შეუწყონ ხელი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საჭიროა ერთობლივად გავზარდოთ ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203