„ანბანთან გამოთხოვება“- სამების საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
09-06-2022
მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“, ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნაზია სეხნიაშვილი იყო.

„ვინაიდან ამ სასწავლო წელს სამი პირველკლასელი გვყავდა, ღონისძიების ჩატარებაში მათ სსხვა კლასის მოსწავლეები დაეხმარნენ. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები ქართულ ანბანზე, იმღერეს და ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანსთავის მხრივ, სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს ცოდნის სამყაროსაკენ სავალი გზა დაულოცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203