ოროჯალარის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
09-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების ორგანიზატორი დამრიგებელი ერაზიკ ელოიანი იყო.

„მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიდნენ მათ პირველიდან მე-4 კლასამდე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203