მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება თბილისის N178 საჯარო სკოლაში
09-06-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში IV კლასების შთამბეჭდავი და მასშტაბური გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მეოთხეკლასელებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი და მხიარული აქტივობები გამართეს, რომელიც მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციური იყო.
„დღე მეტად მხიარული, ფერადი, მუსიკალური... კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს ჩვენმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა... დავემშვიდობეთ ერთმანეთს...
დაასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, დაწყებითი კლასი და ემზადებით რთული და საპასუხისმგებლო გზის გასავლელად. გახსოვდეთ, თქვენ ხართ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის,არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ! ღვთივკურთხეული ყოფილიყოს დაფრთიანებულების, აწ უკვე მეხუთეკლასელების, გზასავალი ცხოვრებისა!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს