ერგეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება უკრაინელი ბავშვებისადმი სოლიდარობის გამოხატვით გაიხსნა
09-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის, ლიანა ლორთქიფანიძის გადაწყვეტილებით მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება უკრაინელი ბავშვებისადმი სოლიდარობით დაიწყო.

ლურჯ-ყვითელ ფერებით მორთულ საკლასო ოთახში წუთიერი დუმილითა და ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ბავშვების, ადამიანების ხსოვნას.

„მთელი მსოფლიოს გასაგონად ხშირად გაისმოდა მოწოდებები: „გაუმარჯოს მეგობრობას!“, „დიდება გმირებს!“, „ჩვენ არ გვინდა ომი!“, „ჩვენ გვინდა მშვიდობა!“; აქ იყო მეტი თანაგრძნობა, მეტი სიყვარული, მწუხარების გაზიარება და თანადგომა. იყო ნაკლები გართობა და მეტი ცოდნა, მეტი ქართული ენა, ქართული ენის გრამატიკა, მეტი კომპლექსური დავალება, მხატვრული კითხვა და საინტერესო წარმოდგენა. მშობლებმა და დირექტორმა, მარად არძენაძემ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს საინტერესო ღონისძიების მომზადებისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203