მუსიკის თავისუფალი გაკვეთილები ერკეთის საჯარო სკოლაში
09-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პანდემიის შემდგომ მოსწავლეების განტვირთვის მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, კი მუსიკის პედაგოგმა, გურანდა აბუსერიძემ მუსიკაში თავისუფალი გაკვეთილები ჩაატარა, რომელიც ბავშვებისთვის საინტერესოსთან ერთად მეტად სახალისოც გახლდათ.