ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ექიმმა თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
09-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება.
ამჯერად, სკოლას ოჯახის ექიმი ეწვია, რომელმაც თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ზიანსა და მის უარყოფით გავლენაზე, არამარტო მომხმარებლებზე, არამედ იგვლივმყოფებზე, დეტალურად ისაუბრა.
„აღნიშნული აქტივობა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ სოფლის თემის ფარგლებში თანამშრომლობითი ურთიერთობა და პრობლემის მოგვარების ერთობლივი გზა მოიძებნა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს