გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები შექმნეს
09-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლემ, სოფიო სოხაძემ პედაგოგის ნათია გულბიანის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია გააკეთა, ხოლო მეექვსე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა თემატური პოსტერები შექმნეს. მოსწავლეების ხელოვნების პედაგოგი კი ეკატერინე ჯიქია გახლავთ.