ტურცხის საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა მორიგი საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა
09-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა, მორიგი ძალიან საინტერესო და პედაგოგიურ პრაქტიკაში გასათვალისწინებელი, აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილზე მასწავლებელმა პედაგოგებს აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე თემის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით სწავლება.
გაკვეთილის თემა - „თალგამი“ გახლდათ.
„მოსწავლეებმა სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოახდინეს თემის წარდგენა. ააწყვეს მოზაიკა, დაალაგეს აბზაცები ტექსტიდან, მოცემული სურათების მიხედვით გამოიცნეს შესაბამისი აბზაცები და ასევე, გაითამაშეს როლური თამაში ზღაპრის მიხედვით.
ჯამში გაკვეთილი იყო, როგორც მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული, ისე სანიმუშო და თვალსაჩინო. მადლობა თამარა მასწავლებელს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს