გუმბრინის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლის აქტივობებით გაჯერებულ საინტერესო გაკვეთილს საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი დაესწრო
09-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მეორე კლასში USAID-ის პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის ლიდერმა მასწავლებელმა, ლალი ზვიადაძემ მათემატიკაში თემაზე - „რიცხვითი ღერძი“ გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი მაია დვალი ესწრებოდა.
„გაკვეთილი იყო საინტერესო. დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და განმავითარებელი აქტივობებით. ჩატარებული გაკვეთილი შეფასდა დადებითად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო