ქვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მხიარული დღესასწაული აჩუქეს
09-06-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 

მოსწავლეებმა 1 ივნისი ღია ცის ქვეშ იზეიმეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი და მხიარული დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203