ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნაადრევი ქორწინების თემაზე ჩატარებულ სემინარზე საინტერესო თემებით წარდგნენ
09-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ნაადრევი ქორწინების“ თემაზე გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ.  

სემინარი ​ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მიზნობრივი ხელშეწყობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია უძღვებოდა. სემინარში ჩართულნი იყვნენ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები: მე-11 კლასელი ლინდა ლოთქიფანიძე, მე- 10 კლასელი ხატია ცეცხლაძე და მე-9 კლასის მოსწავლე თინათინ ჭანიძე, ხელმძღვანელი: მედიკო მიქელაძე. 

პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, რომელიც ეხებოდა, ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ადრეული ქორწინების მანკიერი მხარეები;
  • საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთა ქორწინებას;
  • ოჯახის შექმნის აუცილებელი წინაპირობების ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მოწიფულობის აუცილებლობა.

    იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203