„წიგნმა მითხრა, წიგნით ვიცი“ - მახათაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საღამო გაიმართა
09-06-2022

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათთვის მხატვრული ლიტერატურის შეყვარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. მათი წახალისების მიზნით დირექცია, პედაგოგები და სკოლის ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკაში წიგნის საღამო - „წიგნმა მითხრა, წიგნით ვიცი“ გაიმართა. 

V-VI კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და თავიანთი გამოსვლით მსმენელთა მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203