დედალაურის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშები გაიმართა 
09-06-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლაში სპორტულ გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

„სკოლა ულოცავს მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს მათ, ლაღ, ბედნიერ, წარმატებულ და უსაფრთხო მომავალს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203