„გაზაფხული გავაცილეთ და სიხარულით მივიღეთ ზაფხული“- თბილისის N178 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
08-06-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, ფერადი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სცენაზე სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

კლასის დამრიგებელი პედაგოგი ნინო მამუჩიშვილია. 

„გაზაფხული გავაცილეთ და სიხარულით მივიღეთ ზაფხული, დავიღვარეთ ემოციებად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203