ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის შემსწავლელ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ
08-06-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, პროექტის - „ინგლისური მარტივად“ ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება - Brain ring“ ჩატარდა , რომელშიც ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„დაისვა 15 შეკითხვა, რომელსაც გუნდებმა უპასუხეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მრავალფეროვანი ღონისძიებები ეხმარება მათ ზოგადი ცოდნის მიღებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია ინგლისური ენის პედაგოგი და ინგლისურენოვანი კლუბის ხელმძღვანელი ლეილა ჯამასპიშვილი.
პროექტი „ახალგაზრდული იდეის“ მიერაა დაფინანსებული. მისი ავტორია ჯაბა ჯამასპიშვილი. პროექტს ანა ჯამასპიშვილი ხელმძღვანელობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს