სატივის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
08-06-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, შთამბეჭდავი ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, საზეიმო ღონისძიება I-IV კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს.

„პირველკლასელები სიმღერებით, ლექსებითა და სცენარებით მოეფერნენ და დაემშვიდობნენ დედაენას. მე-4 კლასელებმა პატარა მეგობრებს დედაენის გაცილება მიულოცეს; გაიხსენეს, გამოხატეს სიყვარული და მადლიერება განვლილი 4 წლისათვის და სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვით გაგვილამაზეს დღე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით მონაწილეობდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203