ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებებს გაეცნენ
08-06-2022
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში Vბ კლასში კიდევ ერთი აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებს სოციალური მუშაკი შეხვდა, რომელმაც ბავშვებთან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
„შეხვედრას უძღვებოდა ფსიქო სოციალური სამმართველოს სოციალური მუშაკი ნინო კიკნაძე, რომელმაც განიხილა - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და „ბავშვის უფლებათა კონვენცია“.
მოსწავლეებმა შექმნეს „ბავშვთა უფლებების ხალიჩა“ , ნახეს ვიდეო-რგოლი აღნიშნულ თემებზე და ისაუბრეს სკოლაში მათი მოვალეობების, უფლებების შესახებ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.