ტყაჩირის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები გაიმართა
08-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტები და აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა“ ფარგლებში სპორტის პედაგოგებმა სხვადასხვა სპორტული აქტივობები გამართეს.
კერძოდ, კი I-II კლასის მოსწავლეებისთვის სპორტული სახალისო თამაშები ჩატარდა; III-IV კლასის მოსწავლეებისთვის „მხიარული სტარტები“ და საბაზო საფეხურზე VII-IX კლასებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა.
სპორტული აქტივობები მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, მოზარდებში ჭარბწონიანობის შემთხვევების წინაღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო