წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წალკის წყალსაცავის სანაპირო დაასუფთავეს
08-06-2022
წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წალკის წყალსაცავის სანაპირო დაასაუფთავეს. 

სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროგრამაში - GLOBE, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაცია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის, NASA და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი- CENN. 

აღნიშნული აქტივობაც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
 
„მადლობა მოსწავლეებს, მერაბ და ზურა მასწავლებლებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203