რიონის საჯარო სკოლის I და IV მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
08-06-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის I და IV მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.

მათ სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა აღნიშნეს. 

ღონისძიება სხვადასხვა ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეები ნაციონალურ სამოსში გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

„I და IV კლასელებმა აღნიშნეს სკოლის დამთავრება და კიდევ ერთი საფეხურით ამაღლება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203