„განათლების სისტემას მეტი ეროვნულობა სჭირდება“ - რომანი კვაშილავა, ზანის საჯარო სკოლის დირექტორი
რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორმა რომანი კვაშილავამ უპასუხა.- სკოლა ჩემთვის არის...- ადგილი, სადაც 5 წელი ვისწავლე, 38 წელია მასწავლებელი ვარ და 31 წელია დირექტორი.
- მოტივაცია მემატება, როცა...- ახალი, ლამაზი და ჭკვიანი თაობა მოდის, საქართველოს მომავალი მოდის.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...- მძიმეა ჩემთვის, ვისაც 31 დამამთავრებელი კლასი ყავს გამოშვებული, მათ ჩემი გულის ნაწილაკები მიაქვთ, თუმცა მეც მიტოვებს დიდ სიყვარულს.
- განათლების სისტემას სჭირდება...- მეტი ეროვნულობა. გადაჭარბებული ტოლერანტობის არ საჭიროება, რომელიც ცუდ სტუმრებს ჩვენი სისუსტე ჰგონიათ.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...- პანდემიითა და გაძლიერებით.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...- შვილები, შვილები, შვილები და არაფერი შვილების გარდა.
- სასწავლო წლის დასასრულს...- ვიღლები. დასვენება მინდა, რომ ისევ დავიღალო ჩემი მოსწავლეების ხმაურიანი სიცილით.