კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
08-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.​

ნიჭიერმა პირველკლასელებმა ღონისძიების ფარგლებში მშობლიურ ენაზე წარმოთქვეს ანბანთან დაკავშირებული ლექსები, სიმღერები და პატარა თეატრალური წარმოდგენა.

სკოლის დირექტორმა, გალია ირიციანმა გზა დაულოცა პირველ კლასელებს, მოწვეულ სტუმრებს და
გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203