„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ შვილების გონებრივ და ფიზიკურ დასვენებას ყურადღება მიაქციონ“ - მუხრანას საჯარო სკოლ​ის დირექტორი ნესტან ონიანი
08-06-2022
საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლ​ის დირექტორის, ნესტან ონიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- შედეგი შესამჩნევია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ყოველთვის სევდის მომგვრელია

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მუდმივი განახლება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- იმით რომ, დავძლიეთ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები და განვაახლეთ პირისპირ სწავლება.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ყურადღება მიაქციონ შვილების გონებრივ და ფიზიკურ დასვენებას.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ყველას - მოსწავლეს მასწავლებელს მშობელს ვუსურვებ მშვიდობიან დასვენებას და მობილიზებას მომავალი სასწავლო წლისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203