ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი დღესასწაული მოეწყო
08-06-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა 1 ივნისი განსაკუთრებულად აღნიშნეს და მათთან ერთად მრავალფეროვან ღონისძიებაში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა სახალისო ნომრები წარადგინეს. ღონისძიებაზე ქართული ცეკვები შეასრულეს სკოლასთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაწყებითების მასწავლებელი ნინო ვარდიაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203