„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ არ მოსწყვიტონ შვილები წიგნს“ - დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ​დავით სურმანიძე
08-06-2022

საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს​ თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორის, ​დავით სურმანიძე​ს ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- სკოლაში ყველაფერი თავის რიგზეა.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ყოველთვის სევდიან მონატრებასთან ასოცირდება.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- სჭირდება მუდმივი განახლება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . . 

- იმით რომ მყავდა საკმაოდ წარმატებული მოსწავლეები.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- არ მოსწყვიტონ შვილები წიგნს.

- სასწავლო წლის დასასრულს. . . 

- ყველას ვუსურვებ წარმატებას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203