გორისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს თითოეული კუთხე წარადგინეს
08-06-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა საგან „ჩვენი საქართველოს“ პროგრამა ამოწურეს და ამასთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება მოაწყვეს. 

მათ საქართველოს თითოეული კუთხე სხვადასხვაგვარად წარმოადგინეს. მაგალითად რაჭა და აჭარა - ცეკვით, იმერეთი - სიმღერით, სამეგრელო - ტრადიციული სამზარეულოთი.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სვანეთის მწვერვალების, თბილისის დაარსების, გურიაში გავრცელებული თამაშების(ლელო ბურთი, ჭაკუნობა), აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ თავიანთი შექმნილი ელექტრონული რესურსები წარადგინეს.

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203