არწივანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება შთამბეჭდავად აღნიშნეს
08-06-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება პედაგოგის, თამარ გობაძის ხელმძღვანელობით გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

„ანბანეთში მოგაზურობის დასასრული“, „ანბანმა დაგვაფრთიანა“ - წინ უამრავი ჯადოსნური თავგადასავალი გველის სხვადასხვა წიგნებსა თუ ზღაპრებში. უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ, მიყვარხართ ჩემო მერცხლებო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203