საყდრიონის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი ჩატარდა
08-06-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, ზოგადი განათლების რეფორმის, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლაში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა; კომპლექსური დავალების თემა - მინი ფეხბურთი გახლდათ.

ფესტივალი V-VI-VII კლასების მოსწავლეთა შორის გაიმართა.

მოსწავლეების სპორტის მასწავლებელი გელა ბოლქვაძეა, ქოუჩი კი ლევან მაზმიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203