ბავშვთა დაცვის ფერადი დღესასწაული ზინობიანის საჯარო სკოლაში
08-06-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ფერადი და მხიარული ღონისძება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობაში, ტომრით სირბილში, ბაგირის გადაძალვაში, ბურთის ტარებაში, გადაცემასა და ჩაგდებაში შეეჯიბრნენ. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სკოლაში შესასვლელი გზა ფერადი ცარცებით მოხატეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

„მხიარული სტარტები“ სპორტის მასწავლებელის კახაბერ გიორგაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

„მოსწავლეებმა სხვადასხვა ემოციებით გამოხატეს საკუთარი აღფრთოვანება ჩატარებული ღონისძიების მიმართ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203