„რატომ ტირის დედამიწა?“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
08-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა თემაზე - „რატომ ტირის დედამიწა?“ თემატური პლაკატები და ნამუშევრები შექმნეს.
„რატომ ტირის დედამიწა?“ - ბავშვების თვალითა და გონებით გადმოცემული დედამიწის ტკივილი და ცრემლები. წარმატებები ჩვენი სკოლის შემოქმედ და ნიჭიერ მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო