„ეს ყველაფერი ხელოვნებაა...“ - საბეჭისის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
08-06-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები და კონკურსები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „ეს ყველაფერი ხელოვნებაა...“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ორი გუნდი მუსიკოსები - „ვირტუოზი“ და მხატვრები - „პალიტრა“ (ხელმძღვანელი ნინელი ვიბლიანი) მონაწილეობდა.

„კონკურსის მიზანი: საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერებისა და საკრავების ამოცნობა, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გაცნობა, მოსმენა და გამღერება. ხელოვნების ნიმუშების, დარგებისა და ჟანრების ამოცნობა. ქართველ მხატვართა ნამუშევრების, იდეების, ჩანაფიქრის გუნება განწყობის ამოცნობა მათ ნახატებში.

კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა: ნ. ხოზრევანიძემ, რ. აბუსელიძემ და თ. ხოზრევანიძემ გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი „პალიტრა“ და გადასცეს დიპლომი.

კონკურსი იყო კარგად ორგანიზებული, ინფორმაციული, მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო, რომელიც დასრულდა მხიარულ ნოტაზე ცეკვით - CELOSO“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203