ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნესტორ ხოჯანაშვილმა კარატეს ჩემპიონატში საპრიზო ადგილი მოიპოვა
08-06-2022
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა კიდევ ერთმა მოსწავლემ, ნესტორ ხოჯანაშვილმა ასახელა.

მოსწავლე საქართველოს ჩემპიონატში - კიოკუშინკაი კარატეში​ 210 სპორტსმენს შორის მონაწილეობდა და 45 კგ. წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილი მოიპოვა.

სკოლა ულოცავს ნესტორს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203