„განათლების სისტემას სჭირდება მომზადებული, განათლებული, თანამედროვე პედაგოგი“- ნაზი ქამადაძე, ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022

არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორს, ნაზი ქამადაძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- საყვარელ ბავშვებთან შეხვედრა.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- მოტივირებულ მოსწავლეებს ვხედავ. 

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- გულს მტკენს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მომზადებული, განათლებული, თანამედროვე პედაგოგი.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- ბევრი წარმატებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- შვილებს სთხოვონ ბევრი წიგნის წაკითხვა.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- კმაყოფილი ვარ მოსწავლეების წარმატებებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203