ქუთაისის N4 სკოლის მესამეკლასელებმა ბოტანიკურ ბაღში თემაზე - „საქართველო და მისი კუთხეები“ პრეზენტაცია გამართეს
08-06-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის ნიჭიერმა მესამეკლასელებმა, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში თემაზე - „საქართველო და მისი კუთხეები“ პრეზენტაცია წარადგინეს.

მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხე საინტერესოდ, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიების დასასრულს პედაგოგმა, შორენა ჩაფიძემ, თავის აღსაზრდელებს სამახსოვრო ბარათები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203