„რაც მეტი ხალისით შევიტანთ კლასში სიახლეებს, მით უფრო გაიზრდება განათლების მიღების სურვილი“-კიროვაკანის სკოლაში სახალისო გაკვეთილები ტარდება
08-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სახალისო და საინტერესო გაკვეთილები ტარდება. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება მისცენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოტივირებული და თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგია ლილით ენგიბარიანი. რუსული ენის მასწავლებელი სკოლაში პედაგოგიური პროფესიითა და დიდი ენთუზიაზმით შევიდა. მეორე წელსვე მიაღწია წარმატებას და გახდა უფროსი მასწავლებელი. მისი წინსვლა აისახა სასკოლო საქმიანობაშიც.

ლილით ენგიბარიანი ატარებს სახალისო და საინტერესო გაკვეთილებს. ცდილობს ბავშვებს გადასცეს საგნობრივი ცოდნა, დაეხმაროს სიახლეების ინტეგრირებაში და იყოს მეგობრული.

„ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ხალისით შევიტანთ კლასში სიახლეებს, დავანახებთ დიდი მონდომებას ჩვენი მხრიდან, მოვუსმენთ ბავშვებს და წავახალისებთ, მით უფრო გაიზრდება მოსწავლეებში თვითშეფასება, განათლების მიღების სურვილი და ნებისმიერი საგნისადმი ინტერესი“,- ამბობს ლილით ენგიბარიანი.

დირექტორის მხარდაჭერით, მან ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილები და გადასცა დიპლომები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203