ხიზაბავრის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო
08-06-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო. 

მოსწავლეებმა ნიადაგი შეარჩიეს, დაამუშავეს და ეზოში ყვავილები დარგეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

გამწვანების აქცია გარამოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე სასკოლო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და მისი მოფრთხილების აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203