ტაბახმელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“
08-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, „ანბანი გააცილეს“ და ბუნებაში გასვლითი ღონისძიება ჰქონდათ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ანამარია გობაძე და ნუცი კახაძე უზომოდ გახარებული იყვნენ მიღებული შთაბეჭდილებით. ეს დღე სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203