
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სტუმარს უმასპინძლეს.
სკოლას სოფლის მკვიდრი, ცნობილი პოეტი, ახალციხის დრამატული თეატრის მსახიობი ბადრი (პავლე) თამაზაშვილი - „ხიზაბავრელი“ ესტუმრა.
მან მოსწავლეებს თავისი შემოქმედება გააცნო და სკოლას საჩუქრად საკუთარი ლექსების კრებული გადასცა.
შეხვედრა საინტერესო, ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ და გარკვეულწილად, ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: