კვაცხუთის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეხილის ნერგები დარგეს
08-06-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. მოსწავლეებიც ბუნებას უფრთხილდებიან და იმავესკენ საზოგადოებასაც აქტიურად მოუწოდებენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაამწვანეს.

ბავშვებმა ხეხილის ნერგები დარგეს და მათზე ზრუნვა გადაწყვიტეს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, კარგად იციან რამდენად მნიშვნელოვანია მცენარეები ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203