ზინობიანის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
08-06-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მარტო ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას იღებენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჯერად, მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. გუნდის წევრები გადანაწილდნენ კლასების მიხედვით, თამაშში ინტერესით ჩაებნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სიგელით.

აღსანიშნავია, რომ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებს კი ინტელექტუალური თამაშები განსაკუთრებულად უყვართ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203