ბახვის საჯარო სკოლაში სპორტულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა
08-06-2022
წმინდა გაბრიელ ეპსკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობები გაიმართა.
მხიარულ-გასართობ და სპორტულ-მუსიკალურ ღონისძიებაში სკოლის თითქმის ყველა კლასის მოსწავლე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო.
აქტივობები სსსმ მოსწავლეებისთვისაც დაგეგმილი იყო.
ღონისძიების ორგანიზატორები სპორტის პედაგოგი გოჩა კრასოტკინი, სპეციალური პედაგოგი ნანა ბაჯელიძე და მუსიკის მასწავლებელი ნანა ჭელიძე იყვნენ.
ღონისძიებას მესამე თაობის ერივნული სასწავლო გეგმის დანერგვის ქოუჩები თამთა თალაკვაძე და ფაცო კოხოძე ესწრებოდნენ.
ბოლოს ყველა მონაწილე სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა.
„საინტერესოდ გავასრულეთ სასწავლო კვირა. მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ მხიარულ-გასართობი სპორტულ-მუსიკალური თამაშებით მოგვრილი სიხარულის განცდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს