კრწანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
07-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მაისის დასაწყისში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ქეთევან ქევხიშვილმა მეორე კლასის მოსწავლეებს შორის კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარა.

„კონკურსის გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა, ნინო ცერცვაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა სიგელები და ყველა მოსწავლეს უსურვა წარმატებები სწავლასა და შემდგომ განვითარებაში როგორც ჩვენი სკოლის, ასევე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203