„შეინარჩუნე სიმშვიდე - ეს მხოლოდ ზედმეტი ქრომოსომაა“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა
22-03-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა: სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, თემატური ნახატები დახატეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
ღონისძიების ბოლოს კი მოზარდებმა საკუთარი ხელით დამზადებული ტრაფარეტებით ფოტოები გადაიღეს და საზოგადოებას მოუწოდეს - „შეინარჩუნე სიმშვიდე - ეს მხოლოდ ზედმეტი ქრომოსომაა“.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203