„ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“ - რუისის N2 სკოლის მერვეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
07-06-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“ საინტერესო პროექტების პრეზენტაცია წარადგინეს.
ბავშვებმა პრეზენტაციები ორ საკითხზე - რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებამ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? გააკეთეს.
აღსანიშნავია, რომ მერვეკლასელები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები. ბავშვებმა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე დიდი ყურადღება გაამახვილეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს